ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს მომხმარებლებისათვის ახალი შეთავაზება აქვს.
მძაფრი შეგრძნებების, ადრენალინისა და ექსტრემალური გართობის მოყვარულებს აეროპორტი დუბაიში “სქაიდაივინგს” სთავაზობს.
“4 000 მეტრი სიმაღლიდან თავისუფალი ვარდნისას მიღებული შთაბეჭდილება არასდროს დაგავიწყდებათ,”-ნათქვამია აეროპორტის “ფეისბუკ” გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
პირდაპირი ფრენები ქუთაისიდან დუბაის მიმართულებით 14 ივნისიდან, კვირაში ორჯერ შესრულდება.