საზოგადოება
ქუთაისის მერიის თანამშრომლისათვის ქრთამის მიცემისთვის ერთი პირი დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა,ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისათვის ქრთამის მიცემის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ზაურ ბ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა,რომ დაკავებული ქ. ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ზედამხედველობის სამსახურის უფროსს დაუკავშირდა, რომელსაც ქ. ქუთაისში, გელათის ქუჩა N191-ში მდებარე შენობაზე, პროექტის გარეშე სამშენებლო და სარეკონსტრუქციო სამუშაოების განხორციელებაში მფარველობის გაწევის სანაცვლოდ ქრთამის სახით შესთავაზა 3 000 ლარი.

2018 წლის 30 იანვარს, ზაურ ბ-მ მერიის წარმომადგენელს გადასცა ქრთამის სახით შეთავაზებული თანხა,3 000 ლარი,რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება უკანონო ქმედების ჩასადენად მოხელისთვის ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს(საქართველოს სსკ-ის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4 დან 7 წლამდე ვადით). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს",- წერია სუს-ის განცხადებაში.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ
ქვეყანა 2018 წელს
17:00 / 21.02.2018

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყანა 2018 წელს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
11:35 / 21.02.2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა
2010 წელს, საქართველო ე.წ.
10:30 / 21.02.2018
2010 წელს, საქართველო ე.წ. "ქაღალდის ტენდერებიდან"
არასამთავრობო ორგანიზაციამ
10:20 / 21.02.2018
არასამთავრობო ორგანიზაციამ "სიდა" კანონთან
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით
15:07 / 20.02.2018
ქუთაისის მერის გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით
ახალი ამბები
ქუთაისში, ერთ-ერთ სკვერში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტეს
11:55 / 20.02.2018

ქუთაისში, ჭავჭავაძის #46-ში, ადგილობრივებმა, დასასვენებელ პარკში მიმდინარე უკანონო მშენებლობა გააპროტესტეს.

თანამდებობის პირთა დამალული ქონება თერჯოლაში
16:44 / 16.02.2018
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო"
წყალტუბოში თანამდებობის პირთა დამალული ქონება
15:56 / 16.02.2018
"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" განაგრძობს
ვალუტა
EUR
EUR
3.0558
TRY
TRY
0.6554
USD
USD
2.4767
ამინდი
თბილისი 2 - 7 °C
img
ქუთაისი 6 - 16 °C
img
ბათუმი 8 - 13 °C
img