“ენერგო პრო ჯორჯია” ქუთაისში მეორად
მრიცხველებს აყენებს. აღნიშნულის შესახებ განცხადება “თავისუფალი საქართველოს” იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ გააკეთა.
წულაია განმარტავს, რომ კომპანია ქუთაისში თბილისში დაწუნებულ მრიცხველებს გზავნის, რომელთა დამონტაჟებაშიც მოსახლეობას 400 ლარს ახდევინებს.
წულაიას თქმით, კომპანია ისედაც გაჭირვებულ ადამიანებს ძარცვავს და მესამე ვადაგადაცილებაზე უწესებენ ჯარიმას მის მიერ გადახდილი ყველაზე მაღალი თანხის ოდენობით.
“მესამედ ელექტროენერგიის ჩართვაზე გადამხდელს აიძლებენ დეპოზისტზე დადოს თანხა, რომელიც ყველაზე მაქსიმუმი იქნება იმ წელს დამწვარი. ეს თანხა რჩება დეპოზიტზე იმ პირობით, რომ 1 წლის მანძილზე თუ გადაცილებები არ ექნება დაუბრუნებენ თანხას. 90 პროცენტი, ვისაც ასე მოუვიდა, ისინი ისევე ღარიბებად რჩებიან და ეს თანხა დევს და დევს. ჩემი შავი ანგარიშით, 50 მილიონამდე ასეთი თანხაა “ენერგო პრო ჯორჯიაში” და მევახშეობა, მეპროცენტეობას მისდევენ”,- აცხადებს გოგი წულაია.