ეკატერინე მარუქაშვილი RICDOG-ის გენერალური
მდივნის თანამდებობაზე გუშინ ოფიციალურად წარადგინეს. მან გვანცა თოთაძე შეცვალა, რომელიც ორგანიზაციას 2014-2017 წლებში ხელმძღვანელობდა. ეკატერინე მარუქაშვილის კანდიდატურა გვანცა თოთაძემ წარადგინა, საბოლოო გადაწყვეტილება კი გამგეობამ მიიღო. გვანცა თოთაძე ორგანიზაციაში მუშაობას ახალი სტატუსის ქვეშ განაგრძობს. იგი იქნება საპატიო გენერალური მდივანი, რომლის უფლება-მოვალეობები წესდებით არის განსაზღვრული და ასევე ფრილანსერი.
ეკატერინე მარუქაშვილი პროფესიით ფილოლოგია. მოსკოვში, “რუსეთის ხალხთა მეგობრობის”(РУДН) უნივერსიტეტში მიენიჭა მაგისტრის აკადემიური ხარისხი ჟურნალისტიკაში. 2012 წლიდან მუშაობს ორგანიზაციაში გამგეობის წევრად და გენერალური მდივნის მოადგილედ.
მმართველობის გადაცემის ცერემონიაზე გვანცა თოთაძის სამწლიანი მოღვაწეობის შესახებ ფილმი აჩვენეს. შეხვედრას ორგანიზაციის წევრები, მოხალისეები, მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებონენ. მმართველობის გადაცემის ცერემონიის ბოლოს RICDOG-სა და “სოციალური და პოლიტიკური ცენტრის” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
სამეცნიერო-ინტელექტუალურ კლუბს “თაობათა დიალოგი” არის არასამეწარმეო იურიდიული პირი. ორგანიზაცია 12 წლის წინ დაარსდა და ახალი წესდების მიხედვით უკვე მესამე ხელმძღვანელი აირჩია. ხელმძღვანელის არჩევა გამგეობის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ეკატერინე მარუქაშვილი 1 წლის ვადით არის არჩეული, 3-ჯერ გადარჩევის პრინციპით.