ბაღდათში დღეს მძღოლები გაიფიცნენ.
სოფლების მიმართულებით მოძრავი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა მგზავრების გადაყვანაზე უარი თქვეს. ისინი ერთმანეთს სვლა-გეზის გრაფიკის დარღვევასა და ერთმანეთისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებდნენ. მძღოლებს შორის კამათი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც ისინი დაკითხვაზე იმყოფებოდნენ.
როგორც რადიო “ძველ ქალაქს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.