რკინიგზის პროფესიულ კავშირში სოფელ ბეჟათუბანში
გვირაბის მშნებლობის პროცესში ნორმების დარღვევაზე საუბრობენ. რკინიგზის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის, ვიტალი გიორგაძის თქმით, კომპანიას, რომელიც სარკინიგზო გვირაბს აშენებს, უსაფრთხოების კუთხით სერიოზული დარღვევები აქვს.
“ჩვენი მხრიდან გაცემულია ძალიან ბევრი რეკომენდაცია, რომელიც გათვალისწინებული არ არის. თუ საწყის ეტაპზე დარღვეული იყო ძალიან ელემენტარული პირობები და ჩაფხუტები არ ჰქონდათ მუშებს და სპეცტანსაცმელი არ ჰქონდათ – ამ მიმართულებით შეიძლება ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსწორდა, მაგრამ რაც შეეხება სამუშაო პროცესის დაგეგმვას და წარმართვას, სერიოზული პრობლემებია. გამაგრებითი სამუშაოები, აფეთქებითი სამუშაოები, ელექტროგაყვანილობებია მოუწესრიგებელი. ადამიანი შედის სამუშაო ადგილზე, საიდანაც არ იცის გამოვა თუ არა”,- განახადა ვიტალი გიორგაძემ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას.
მისივე თქმით, აუცილებელია მთავრობამ მიიღოს შრომის ინსპექციის კანონპროექტი. უნდა მოხდეს კონტროლის გამკაცრება. პასუხისმგებლობა არა მარტო პროფკავშრებმა, არამედ მთავრობამ და საზოგადებამაც უნდა აიღოს.
ბეჟათუბანში სარკინიგზო გვირაბის სამუშაოებზე დღეს 3 მუშა მძიმედ დაშავდა.