ქუთაისის მადლიერების სახლში ნათლისღების
დღესასწაული მუსიკალური ღონისძიებით აღნიშნეს.
აღნიშნულ ღონისძიებაში მადლიერების სახლის ბენეფიციარებმა, მ.ბალანჩივაძის სახელობის მუსიკალური სასწავლებლისა და ზაქარია ფალიაშვილის მე- 2 სამუსიკო სკოლის მოსწავლეებთან მიიღეს მონაწილეობა.
მუსიკალურ ღონისძიებას ქუთაისის მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
გარდა ამისა, ქუთაისის მადლიერების სახლს საჭირო ნივთები, ნობათები და პირველადი მოხმარების პროდუქტებიც გადაეცა.
ღონისძიება მადლიერების სახლის ორგანიზებით გაიმართა.