წყალტუბოს ცენტრალურ პარკში განთავსებულ
შადრევნების რეაბილიტაცია უახლოეს მომავალში დაიწყება.- ინფორმააციას ამის შესახებ წყალტუბოს მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
“შესაბამისი პროექტი მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საზედამხედველო კომპანიის ,,Eptisa”-ს წარმომადგენლებთან ერთად განიხილა. შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ზურაბ მაისურაძე, მოადგილე ალექსანდრე დადუნაშვილი, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ”,- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.შადრევნის
შადრევნების რეაბილიტაცასთან ერთად პარკში საზოგადოებრივი საპირფარეშოც მოეწყობა.