საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით ირკვევა,
რომ წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის, გ. ტაბიძის ქუჩაზე 151 კმ.მ მიწის ფართობი ქუთაისის მერიამ 2017 წლის 15 მარტს დაირეგისტრირა. აქედან, შვიდი თვის შემდეგ, 2017 წლის შვიდ ნოემბერს კი, გაასხვისა. საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ტერიტორიის მესაკუთრეებად კახაბერ აბზიანიძე და გელა თოფურია არიან მითითებული. როგორც მესაკუთრეები აცხადებდნენ, კანონთან შესაბამისობის შემთხვევაში, ადგილზე მშენებლობის დაწყებას არ გამორიცხავდნენ.
შეგახსენებთ, რომ ტერიტორიის გასხვისება და მასზე სავარაუდო მშენებლობის დაწყება დღეს “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” და ქუთაისის “ქალთა კლუბის” წარმომადგენლებმა გააპროტესტეს.