“ქალები რეგიონების განვითარებისათვის”
და ქუთაისის “ქალთა კლუბი” ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროზე შესაძლო მშენებლობას აპროტესტებს.
არასამთავრობო ორგანიზიციის წარმომადგენლები ქუთაისის მერიასთან შეიკრიბნენ და იმერეთის გუბერნატორისა და ქალაქის მერის სახელზე ღია წერილიც შეიტანეს.
ასოციაცია “ქალები რეგიონების განვითარებისათვის” და “ქალთა კლუბის” პრეზიდენტის მაკა ხეცურიანის თქმით, ქუთაისში, წითელ და რუსთაველის ხიდებს შორის რაიმე ტიპის მშენებლობის დაწყება დაუშვებელია.
“ვფიქრობთ, რომ ფაქტი აღმაშფოთებელია. ვგმობთ მდინარე რიონის მიმდებარე ტერიტორიის გასხვისებას. გარდა ამისა, მდინარე რიონის სანაპიროზე ნებისმიერი ტიპის მშენებლობა შეუსაბამოა კანონთან, რადგან კანონივე კრძალავს მდინარის კალაპოტიდან 20 მეტრის დაშორებით რაიმე ტიპის მშენებლობას,”-განაცხადა ხეცურიანმა.
მაკა ხეცურიანის თქმით, ქუთაისის მერიამ არასამთავრობოების თხოვნა უნდა გაითვალისწინოს და კერძო ინვესტორს ალტერნატიული ფართი შესთავაზოს.
“ქალთა კლუბის” წარმომადგენლებმა ღია წერილი პრემიერ მინისტრსაც გაუგზავნეს, რომელსაც ხელს ქუთაისში მოქმედი 12 არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს.
შეგახსენებთ, რომ გ. ტაბიძის ქუჩაზე 151 კმ.მ მიწის ფართობი ქუთაისის მერიამ 2017 წლის 15 მარტს დაირეგისტრირა. აქედან, შვიდი თვის შემდეგ, 2017 წლის შვიდ ნოემბერს კი, გაასხვისა.