ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში
სოციალური დაცვისთვის 3 მილიონ 217 ათას 400 ლარია გამოყოფილი.
თანხა სხვადასხვა შიდა მიმამართულებებზე ასეა გადანაწილებული.
სოციალური საცხოვრისის კომუნალური ხარჯების უზრუნველყოფა – 16 ათასი ლარი
მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება – 820 ათასი ლარი
სარიტუალო დახმარება – 70 ათასი ლარი
სოციალური ღონისძიებები – 288 ათასი ლარი
სოციალურად დაუცველი ოჯახების ყოფითი პირობების გაუმჯობესების ხელშეწყობა – 200 ათასი ლარი
განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა თანადგომა – 150 ათასი ლარი
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დახმარება – 25 ათასი ლარი
უფასო მგზავრობა – 215 ათასი ლარი
ქალაქ ქუთაისის მადლიერების სახლი – 620 ათასი ლარი
დეპუტატები რიგ საკითხებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტის განხილვას ხვალ გეგმავენ და სავარაუდოდ, ხვალვე დაამტკიცებენ.