ქუთაისის საკრებულო 18 იანვარს რიგგარეშე სხდომას გამართავს.
დეპუტატები რიგ საკითხებთან ერთად 2018 წლის ბიუჯეტსაც განიხილავენ და, სავარაუდოდ, ხვალვე დაამტკიცებენ.
სხდომა ქუთაისის საკრებულოს სხდომათა დარბაზში 15:00 საათზე დაიწება.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტი ვიცე-მერმა ნინო თვალთვაძემ გუშინ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო. თვალთვაძემ არსებულ პრიორიტეტებსა და ახალ პროგრამებზე ისაუბრა. გარდა ამისა, ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს კომისიები დღეს განიხილავენ, რის შემდეგაც ქუთაისის მოსახლეობას გააცნობენ.