ქუთაისში, 2018 წელს ბიუჯეტის პროექტის
მიხედვით, პროგრამისათვის კორპუსი 973 ათას 700 ლარია განკუთვნილი. პროგრამის ფარგლებში ხდება თანადაფინანსების წესის შესაბამისად, სხვადასხვა სახეობის გადასახური მასალის შეძენა და გადაცემა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის, დაზიანებული წყალკანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია, წყალსაწრეტი მილებისა და პარაპეტების რეაბილიტაცია, ატრაქციონების, ძელსკამების, მცირე მოცულობის სანაგვე ურნების შეძენა-მონტაჟი, დასასვენებელი ფანჩატურის მოწყობა ძელსკამებითა და მაგიდით, მარტივი ტიპის სტაციონარული ტურნიკეტის შეძენა მონტაჟი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისათვის, ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საკუთრების საცხოვრებელ სახლებში მცხოვრებ მოქალაქეთათვის, სხვადასხვა სახის ღონისძიებების განხორციელება, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობა, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ლიფტების რეაბილიტაცია.
ღონისძიებების განხორციელების რიგითობა და მისამართები დამოკიდებულია ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების აქტიურობაზე, მონაწილეობა მიიღონ დაგეგმილ თანადაფინანსების პროგრამებში.
შედარებისათვის, ქუთაისის 2017 წლის ბიუჯეტის პირვანდელი ვარიანტით, აღნიშნული პროგრამის ბიუჯეტი 1 მილიონ 280 ათას 300 ლარს შეადგენდა.
ქუთაისის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ინფრასტრუქტურის მშენებლობა, რეაბილიტაცია და ესპლუატაიისათვის 12 მილიონ 731 ათას 100 ლარია გათვალისწინებული.