ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ყოფილ მეუღლეზე ძალადობაში

ბრალდებულს პატიმრობა შეუფარდა. 

სააპელაციო სასამართლოში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება გასაჩივრდა, რომლის მიხედვითაც ბრალდებული პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული.

საკითხზე განმარტებები პროკურორმაც და ბრალდებულის მამამაც გააკეთეს.

პროკურორის ქეთევან უზნაძის განცხადებით, გადაწყვეტილება სამართლიანია, რადგან პატიმრობაში მყოფი წარმოადგენდა საფრთხეს როგორც დაზარალებულისათვის, ასევე დაზარალებულის ოჯახისთვისაც.

ბრალდებულის მამის განმარტებით, მისი შვილი პროვოკაციის მსხვერპლია და მალევე ის ოჯახში მომხდარი ძალადობის დეტალებზე ისაუბრებს.
პროცესის მსვლელობისას მოსამართლეს სიტყვით ბრალდებულმაც მიმართა, რომელმაც დანაშაული ნაწილობრივ აღიარა და განაცხადა, რომ ის დაზარალებულის ოჯახისათვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის დეა გოშხეთელიანი ყოფილ მეუღლეს

ძალადობაში ადანაშაულებდა და მის დაპატიმრებას მოითხოვდა. მისივე განმარტებით, ყოფილი მეუღელე მას 3 იანვარს სახლში მიუვარდა და მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *