ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ
ძველით ახალი წელი წყალწითელას მოხუცთა თავშესაფარში აღნიშნა.
მერიის ინფორმაციით, თავშესაფრის ბენეფიციარებს ქუთაისის მერმა საახალწლო ნუგბარი და საჩუქრები მიუტანა.
მოხუცთა თავშესაფარში, საფიჩხიის მაჟორიტარი დეპუტატი მარეხი ნიჟარაძეც იმყოფებოდა.
გიორგი ჭიღვარიამ ხანდაზმულებთან ერთად სადღესასწაულო ტორტიც გაჭრა და განაცხადა, რომ თავშესაფარში ვიზიტი ტრადიციად იქცევა.
ქალაქის მერი ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემასაც გაეცნო და აღნიშნა, რომ პანსიონატში მისასველი გზა ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ მალე მოწესრიგდება.