ქუთაისის მერიის ინფორმაციით,
მონ პლეზირის თაღთან განთავსებული დეკორაციები ძველით ახალი წლის შემდეგ დაიშლება.
ქუთაისის ისტორიულ უბანში საახალწლოდ “საბავშვო ქალაქი” მოეწყო. “ქალაქში” განთავსებული იყო ასაწყობი საბავშვო სახლები. ასევე, ქუჩის განათების იმიტაციის მქონე ლამპიონები.
გარდა ამისა, სადღესასწაულო დღეებში კინოჩვენებები გაიმართა. მათ შორის მაყურებელმა ღია ცის ქვეშ “ეს მშვენიერი ცხოვრება” და “პოლარული ექსპრესი” იხილა.