საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ჭიათურის სახანძრო-სამაშველო
განყოფილების თანამშრომლებმა 87 წლის ქალბატონი ცეცხლმოკიდებული სახლიდან უვნებლად გამოიყვანეს.
უფროსი მეხანძრე-მაშველი ზაზა მოცრაძე და უფროსი ინსპეტქორი გურამ მუმლაძე ზესტაფონიდან ჭიათურის მიმართულებით გადაადგილდებოდნენ, რა დროსაც სოფელ ზედა საქარაში ერთ-ერთ სახლში ცეცხლი შენიშნეს.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, მათ დაუყოვნებლივ გამოიძახეს ზესტაფონის განყოფილების მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი, თავად კი ცეცხლმოკიდებული სახლიდან მოხუცებული ქალბატონი უვნებლად გამოიყვანეს.
მეხანძრე-მაშველების სწრაფი რეაგირების შედეგად, საცხოვრებელ სახლში ხანძარი დროულად იქნა ლიკვიდირებული.