თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2018 წელს სხვადასხვა ინფრასტრუქტურული

პროექტების განხორცილებაა დაგეგმილი. ახალი ბიუჯეტი მიხედვით, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 1 847 000 ლარი დაიხარჯება. თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაცის თანახმად, ინფრასტრუქტურა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.

2018 წელს დაგეგმილია:

სოფ. სიქთარვაში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა,

სოფ. ბარდუბანში სასმელი წყლის სისტემის მოწყობა,
სოფ. რუფოთში, ჭანკვეტაძეების უბანში მდებარე საავტომობილო გზის
რეაბილიტაცია;

სოფ. ზედა სიმონეთში წყლის სისტემის რეაბილიტაცია,

სოფ. ჭოგნარი-ოდილაურის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია,

ქ. თერჯოლაში ჯაბიძის ქუჩაზე სასმელი წყლის მაგისტრალის მოწყობა,

სოფ. ეწერში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,

თერჯოლა-ახალთერჯოლა-ჩხარის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის
რეაბილიტაცია,

სოფ. ძევრის ცენტრის კეთილმოწყობა ა/ბეტონის საფარით,

ჩხარი-ძევრის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია,

სოფ. ქვედა სიმონეთში საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,

სოფ. კვახჭირში (სარბევი) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია,

ქ. თერჯოლაში, რობაქიძის ქუჩაზე ა/ბეტონის საფარის მოწყობა,

გოდოგანი-ნაგარევი-ბროლისქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *