ქუთაისის ახალგაზრდული ცენტრის თეატრალური სტუდია ქასთინგს აცხადებს.
ცენტრის დირექტორის ნატალი პატარიძის თქმით, ქასთინგზე 6 მოზარდი შეირჩევა, რომლებიც თეატრალურ სტუდიაში რეპეტიციებს თებერვლის თვიდან ივნისის ჩათვლით გაივლიან.
შერჩეული მოზარდები მონაწილეობას პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღებენ, სადაც ახალგაზრდული ცენტრის თეატრალური სტუდია სპექტაკლით წარსდგება.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ნიჭიერ ახალგაზრდებს მივცეთ ასპარეზი. ახალგაზრდული ცენტრი მზადაა, ეძებოს და იპოვოს ის, ვინც ცენტრისა და ქუთაისის სახელით წარსდგება პრაღის საერთაშორისო ფესტივალზე,”-განაცხადა პატარიძემ.
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორის თქმით, მოზარდები აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ცენტრში უფასოდ ისწავლიან.