სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია

I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ სამტრედიაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე კონკურსს აცხადებს.

I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ სამტრედიაში სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის საკითხებში – ფუნქციები

ა) შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია;
ბ) მერის წარმომადგენლის მიერ, შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ წარსადგენი ინფორმაციის პროექტის მომზადება;
გ) მერის წარმომადგენლის მიერ, შესაბამის ტერიტორიაზე არსებული პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ წარსადგენი წინადადებების პროექტის მომზადება;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მერიასთან კავშირის უზრუნველყოფაში გამგებლის წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა;
ე) მერის წარმომადგენლის მიერ, ადმინისტრაციულ ერთეულში განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების, პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში, მერის წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მონაწილეობის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების მერის წარმომადგენლის მიერ სისტემატიზაციასა და გამგეობაში წარდგენის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა; თ) მოქალაქეებზე საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ცნობების გაცემაში დახმარების გაწევა;
ი) მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფაში მერის წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა.
ანაზღაურება – 550 ლარი

შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი – ფუნქციები
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის შეფასება, აუდიტი და მონიტორინგი;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეკონომიურობის, ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადექვატურად დაცულობის შეფასება;
ე) მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და მერის წინაშე საკითხის დაყენება შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) “სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.

ანაზღაურება – 1400 ლარი

ვაკანსიების რულად სანახავად ეწვიეთ www.hr.gov.ge

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *