სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერია
I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ სამტრედიაში სამტრედიის
მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის საქმიანობის უზრუნველყოფის
საკითხებში და შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის თანამდებობებზე
კონკურსს აცხადებს.
I კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი ქალაქ სამტრედიაში
სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის საქმიანობის
უზრუნველყოფის საკითხებში - ფუნქციები
ა) შემოსული და გასული კორესპონდენციის რეგისტრაცია;
ბ) მერის წარმომადგენლის მიერ, შესაბამის ადმინისტრაციული ერთეულის
ტერიტორიაზე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ
გადაწყვეტილებათა მიმდინარეობის შესახებ წარსადგენი ინფორმაციის
პროექტის მომზადება;
გ) მერის წარმომადგენლის მიერ, შესაბამის ტერიტორიაზე არსებული
პრობლემების და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ წარსადგენი
წინადადებების პროექტის მომზადება;
დ) ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის მერიასთან კავშირის
უზრუნველყოფაში გამგებლის წარმომადგენლისათვის დახმარების გაწევა;
ე) მერის წარმომადგენლის მიერ, ადმინისტრაციულ ერთეულში
განსახორციელებელი მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ
მოსახლეობის ინფორმირებულობის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;
ვ) ადმინისტრაციულ ერთეულში დასაგეგმი მუნიციპალური პროგრამების,
პროექტების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის შემუშავებაში, მერის
წარმომადგენლის მიერ ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების
მონაწილეობის უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა;
ზ) ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები მოქალაქეების მიერ
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვებში, საჯარო
განხილვებზე გამოთქმული შენიშვნებისა და წინადადებების მერის
წარმომადგენლის მიერ სისტემატიზაციასა და გამგეობაში წარდგენის
უზრუნველყოფაში დახმარების გაწევა; თ) მოქალაქეებზე საქონლის
ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
ცნობების გაცემაში დახმარების გაწევა;
ი) მერიის თანამდებობის პირების მიერ მოსახლეობის წინაშე ანგარიშგების
მიზნით ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრებ მოქალაქეებთან საჯარო
შეხვედრების ორგანიზების უზრუნველყოფაში მერის წარმომადგენლისათვის
დახმარების გაწევა.
ანაზღაურება - 550 ლარი
შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი - ფუნქციები
ა) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და
მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების საქმიანობის
შეფასება, აუდიტი და მონიტორინგი;
ბ) სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერიის საქმიანობის ეკონომიურობის,
ეფექტიანობისა და პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების
შემუშავება;
გ) შიდა აუდიტის წლიური და სტრატეგიული გეგმის შემუშავება და
საანგარიშო წლის დაწყებამდე, მერისათვის დასამტკიცებლად წარდგენა;
დ) მერიის აქტივების, სხვა რესურსებისა და ინფორმაციის ადექვატურად
დაცულობის შეფასება;
ე) მერიის მოხელეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დაცვის
კონტროლი, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო
ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა და მერის წინაშე საკითხის
დაყენება შემდგომი რეაგირებისათვის;
ვ) "სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ" საქართველოს
კანონით, საქართველოს სხვა მოქმედი კანონმდებლობით, სამტრედიის
მუნიციპალიტეტის მერიის დებულებითა და სამართლებრივი აქტებით
განსაზღვრული ფუნქციების განხორციელება.
ანაზღაურება - 1400 ლარი
ვაკანსიების რულად სანახავად ეწვიეთ
www.hr.gov.ge
მასალის გამოყენების პირობები