ზესტაფონის მერიაში სხვადსხვა პოზიციაზე თანამშრომელთა
შესარჩევად ვაკანსიებია გამოცხადებული. ზესტაფონის მერის პირველი მოადგილის დავით ჩირგაძის განცხადებით, ახალი კანონმდებლობით უნდა მომხდარიყო ხელშეკრულებით დასაქმებულების შტატში გადაყვანა. “შესაბამისად ხელშეკრულებას 31 დეკემბერს გაუვიდა ვადა და გახდა საკონკურსო ყველა თანამდებობა. კანონით არის განსაზღვრული რამდენი უნდა იყოს შტატგარეშე თანამშრომელი, ეს ნორმები რომ არ დარღვეულიყო მოხდა შტატად გარდაქმნა. შესაბამისად, ხელშეკრულებებს გაუვიდა ვადა 31 დეკემბერს და გამოცხადდა კონკურსი”, – ამბობს დავით ჩირგაძე.
ამ ეტაპზე გამოცხადებული ვაკანსიები კი ასეთია:
მერის მოადგილის მდივანი – ფუნქციები
• მერის მოადგილეების სხვადასხვა დავალებების შესრულება;
• მერის მოადგილეების სახელზე განცხადებების მომზადებაში დახმარების აღმოჩენა მოქალაქეთათვის;
• მერის მოადგილეების შეხვედრის მსურველ პირთა აღრიცხვა;
• მერიის მოადგილეებთან შეთანხმებით, მერის დღის გეგმა-გრაფიკის (შეხვედრები, სატელეფონო კავშირები და სხვა) შედგენა და აღნიშნულის შესრულების ხელშეწყობა;
• მერიის მოადგილეების შეხვედრების, თათბირების ორგანიზება (მონაწილეთა ინფორმირება დროისა და დღის წესრიგის შესახებ);
• მერიის მოადგილეების მოქალაქეებთან შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
• მერიის მოადგილეების მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების ოპერატიული და კვალიფიციური შესრულება;
დამატებითი მოთხოვნები
• ორგანიზებულობის უნარი;
• პასუხისმგებლობის უნარი;
• კომუნიკაბელურობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (ხელზე ასაღები: 480 ლარი)
მერის მდივანი – ფუნქციები
• მერის სხვადასხვა დავალებების შესრულება;
• მერის სახელზე განცხადებების მომზადებაში დახმარების აღმოჩენა მოქალაქეთათვის;
• მერთან შეხვედრის მსურველ პირთა აღრიცხვა;
• მერთან შეთანხმებით, მერის დღის გეგმა-გრაფიკის (შეხვედრები, სატელეფონო კავშირები და სხვა) შედგენა და აღნიშნულის შესრულების ხელშეწყობა;
• მერთან შეხვედრების, თათბირების ორგანიზება (მონაწილეთა ინფორმირება დროისა და დღის წესრიგის შესახებ);
• მერის მოქალაქეებთან შეხვედრების ორგანიზება და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
• მერის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების ოპერატიული და კვალიფიციური შესრულება;
დამატებითი მოთხოვნები
• სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
• ორგანიზებულობის უნარი;
• პასუხისმგებლობის უნარი;
• კომუნიკაბელურობის უნარი;
• დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი;
თანამდებობრივი სარგო: 600 ლარი (ხელზე ასაღები: 480 ლარი)
მერის თანაშემწე – ფუნქციები
• მერის სამუშაო პროცესის ადმინისტრაციულ-ორგანიზაციული ხელშეწყოაბა.
• მერის დავალებების ოპერატიული და ხარისხიანი შესრულება.
• მერის მიერ დაკისრებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების ოპერატიული და კვალიფიციური შესრულება.
• მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის, განათლება–კულტურისა და სოციალური დაცვის სამსახურის საქმიანობის სფეროში კურატორობის განხორციელება და მერისათვის ორგანიზაციულ სფეროში ხელშეწყობა.
დამატებითი მოთხოვნები
• სასურველია კონკურსანტს ჰქონდეს საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილების გამოცდილება;
• პროფესიული უნარ-ჩვევების უნარი:
• დროის ეფექტური მართვის უნარი;
• პასუხისმგებლობის უნარი;
• კომუნიკაბელურობის უნარი;
• შემოქმედებითი აზროვნება, კრეატიულობა/ინოვაციურობა;
• შეხვედრებისა და მოლაპარაკების წარმოების უნარი;
თანამდებობრივი სარგო: 1100 ლარი (ხელზე ასაღები: 880 ლარი)
მძღოლი– ფუნქციები
• თანამდებობის პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურეობის უზრუნველყოფა;
• ავტოსატრანსპორტო საშუალებით მომსახურებასთან დაკავშირებული ცალკეული დავალებების შესრულება;
• მინდობილი მატერიალური სიკეთის შენახვა და გაფრთხილება, მის მოვლა-პატრონობაზე ზრუნვა;
• უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, ავტომობილის ტექნიკურ გამართულობაზე ზრუნვა და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებების უზრუნველყოფა;
• ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული ცალკეული სამსახურებრივი დავალებების შესრულება.
დამატებითი მოთხოვნები
• კანდიდატს მოეთხოვება ავტომობილის მართვის B კატეგორიის მოწმობა.
• ანალიტიკური აზროვნება;
• დამოუკიდებელი მუშაობის უნარი;
• ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
• საკუთარი საქმის დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
• დროის ეფექტიანი მართვის უნარი.
თანამდებობრივი სარგო: 700 ლარი (ხელზე ასაღები: 560 ლარი)
დამლაგებელი – ფუნქციები
• მერიის ადმინისტრაციული შენობის დალაგება-დასუფთავება;
• სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
დამატებითი მოთხოვნები
• პასუხისმგებლობის გრძნობის უნარი;
• ორგანიზებულობის უნარი;
• შრომისმოყვარეობის უნარი;
• გუნდური მუშაობის უნარი;”
თანამდებობრივი სარგო: 397 ლარი (ხელზე ასაღები: 317 ლარი)
მძღოლის ვაკანსიაზე განაცხადების მიღება 5 იანვრამდეა, ხოლო დხა ვაკანტურ თანამდებობზე 12 იანვრამდე.
ვანასიების შესახებ უფრო ვრცლად ინფორმაციის მიღება შესაძლებელია https://work.ge/Zestaphoni_Meria და http://www.hr.gov.ge -დან.