პირველი ქუთაისელი გაბრიელ კვირაია
ქუთაისის N 3 სამშობიარო სახლში დაიბადა. ახალშობილი დედის მესამე შვილია და ის ახალი წლის დადგომისთანავე პირველის 10 წუთზე გაჩნდა.
ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ 2018 წელს დაბადებული პირველი ქუთაისელი მოინახულა და ახალშობილის დედას საჩუქრები გადასცა. ახალშობილის დედას დარეჯან მუშკუდიანს ქუთაისის მერმა ბავშვის დაბადება მიულოცა და წამახალისებელი ფულადი ჯილდოც გადასცა.
თვითმმართველობის გადაწყვეტილებით ყველა ქუთაისელი ვინც 1 იანვარს დაიბადა ფულადი ჯილდო გადასცეს. პროექტისათვის ბიუჯეტიდან 5000 ლარი იყო გამოყოფილი.