ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ ბალახვანში,
კორპუსის მშენებლობაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.
,,ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული ფაქტია. ვუსამძიმრებ სამუშაო მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ორი ადამიანის ოჯახს. ეს ფაქტი მიგვითითებს იმაზე, რომ სამშენებლო კომპანიებმა მაქსიმალურად უნდა დაიცვან უსაფრთხოების ზომები, რათა ერთხელ და სამუდამოდ თავიდან ავირიდოთ მსგავსი ტრაგედიები,”-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს, აღმაშენებლის გამზირზე მშენებარე კორპუსიდან 2 მუშა გადმოვარდა. მუშები ადგილზე დაიღუპნენ.
მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მშნებლობას “იბერიის ვარსკვლავი ახორციელებს”.