საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის
ინფორმაციით, 27 და 28 დეკემბერს, ღამის 00:00 სთ-დან დილის 07:00 სთ-მდე, რიკოთის საავტომობილო გვირაბში აიკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. სატრანსპორტო ნაკადი გადაერთვება რიკოთის საავტომობილი გვირაბის შემოსავლელ გზაზე
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 143–ე კმ-ზე მდებარე რიკოთის საავტომობილო გვირაბში მიმდინარეობს გვირაბის მართვის ავტომატიზირებული სისტემის განახლება