იმერეთის გუბერნატორის პირველმა მოადგილემ გრიგოლ დალაქიშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ ნიკოლოზ ლატარიამ
და ქუთაისის მერის პირველმა მოადგილემ გიორგი იობაშვილმა აფხაზეთიდან ქუთაისში სამკურნალოდ ჩამოსული პაციენტი მოინახულეს.
სოხუმში მცხოვრებ ახალგაზრდა ბიჭს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში სამედიცინო დახმარებას უწევენ. ამჟამად პაციენტი სტაციონალურ მკურნალობას გადის.
მხარისა და ქალაქის ხელმძღვანელებმა სოხუმში მცხოვრებ ქართველ ოჯახს დახმარება აღუთქვეს.