ტყიბულის მუნიციპალიტეტში ხრესილობა აღნიშნეს.
ხრესილის ომის 260 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი, ვიცე გუბერნატორი იოსებ ხახალეიშვილი და მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში გელათის სამონასტრო კომპლექსში წმინდა სოლომონის საფლავი, ასევე ხრესილის ომის ამსახველი მონუმენტი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს.
ღონისძიებების შემდეგ ტყიბულის მუნიციპალიტეტის თეატრში დასკვნითი კონცერტი გაიმართა.