“დღეის მდგომარეობით, ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის
მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება ” – ასე პასუხობენ საიას კვლევას ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში. მათი განცხადებით, გათავისუფლებულ 8 პირთაგან ნაწილი აღდგა იგივე ან ტოლფას თანამდებობაზე, სამსახურში აღდგენილთა ნაწილი შესაბამის პოზიციებზე მუშაობს, ნაწილმა კი თანამდებობა შემდეგ საკუთარი ნებით დატოვა.
,,განვმარტავთ, რომ საქართველოს იურისტთა ასოციაციის მიერ მოცემული კვლევის ფარგლებში საჯარო უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია 2012 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის ბოლოსთვის . ორგანიზაციების მიმართ ნაწარმოები შრომითი დავების თაობაზე. ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადრესატისთვის მიწოდებულ ინფორმაციაში ასახული მონაცემები შეეხება დავებს რომლებიც ქალაქ ქუთაისის მერიის მიმართ ნაწარმოებია 2013-14 წლებში. გადაწყვეტილებები მოცემულ დავებთან დაკავშირებით შესულია კანონიერ ძალაში და აღსრულებულია . კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოხდა შესაბამის პირთა ნაწილის აღდგენა იგივე ან ტოლფასს თანამდებობაზე. აღდგენილ პირთა ნაწილი ამ დროისათვის მუშაობს შესაბამის პოზიციებზე , ხოლო ნაწილმა საკუთარი ნებით დატოვა საკუთარი თანამდებობა.დღეის მდგომარეობით ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიას არ გააჩნია შრომითი დავების საფუძველზე შეუსრულებელი ვალდებულება ,”-აცხადებენ ქუთაისის მერიის იურიდიულ სამსახურში.