21დეკემბრის მაგივრად წყალტუბოში

 

საახალწლო ნაძვის ხეს 19 დეკემბერს აანთებენ. როგორც მერიის პრესამსახურში რადიო “ძველ ქალაქს” განუცხადეს, მოქალაქეები ნაძვის ხის მორთვაში წვლილს თავად შეიტანენ. “არის აქცია “ერთად ავანთოთ ნაძვის ხე” და ვინც მოვა ყველამ უნდა მოიტანოს თითო სათამაშო”,- განმარტავენ პრესსამსახურში. წყალტუბოში ნაძვს ხეს საკონცერტო დარბაზ “ივერიას” მიმდებარე ტერიტორიაზე განათავსებენ.

ბავშვებისთვის მიიწვევენ პროფესიონალ ფოტოგრაფს, რომელიც საახლწო დეკორაციასთან და თოვლის ბაბუასთან ერთად უფასოდ გადაუღებენ ფოტოებს. ფოტოები კი მერიის კულტურის სამსახურის გვერდზე განთავსდება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

ასევე დღის განმავლობაში გაიმართება საახალწლო ბაზრობა, სოციალურად დაუცველებისთვის დარიგდება საახალწლო ნობათი, გამოავლენენ კონკურსის “ერთად გავანათოთ ჩვენი ქალაქი” გამარჯვებულს, რომელსაც ფასიანი საჩუქრით დააჯილდოვებენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *