წყალტუბოს მერია ბავშვებისთვის
ტკბილეულს შეიძენს. შესაბამისი ტენდერი SPA170015666 7 დეკემბერს გამოცხადდა. 800 ცალი საახალწლო სასაჩუქრე პაკეტის (ტკბილეული) შესყიდვა მიმწოდებელმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 28 დეკემბრის ჩათვლით უნდა უზრუნველყოს.
ტკბილეულის ჩამონათვალი ასეთია:
შოკოლადის კანფეტი ხილით, შოკოლადის კანფეტი ნაღებით და შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი კარამელით, შოკოლადის კანფეტი კაკაოთი, შოკოლადის კანფეტი მოხარშული შესქელებული რძით, შოკოლადის კანფეტი შოკოლადით, შავი შოკოლადის კანფეტი- შიგთავსი შავი შოკოლადის, რაოდენობა 4 ცალი.
თითოეული საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი(ტკბილეული) მოთავსებული უნდა იყოს მეტალის კოლოფში. კოლოფის ზომა არანაკლებ21,5X19X4,5სმ-ისა. სასაჩუქრე კოლოფი გაფორმებული უნდა იყოს საახალწლო თემატიკის ფერადი დიზაინით და უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.
როგორც მერიაში განმარტავენ, ტკბილეული ინკლუზიური ცენტრის, დღის ცენტრ ,,პეპელას” და იმ ბავშვებისთვის გადაეცემა, ვინც საახალწლო კონცერტზე მივა.