ავიაკომპანია “Fly dubai” ქუთაისის მიმართულებით ავიარეისებს 14 ივნისიდან დაიწყებს.
დუბაი-ქუთაისის მიმართულებით ფრენები კვირაში 3-ჯერ შეასრულებს.
ავიაკომპანია “Fly dubai” 2018 წლის ზაფხულის სეზონის განმავლობაში დუბაი-ქუთაისი-დუბაის მიმართულებით ფრენებს ბოინგ 737-ით 14 ივნისიდან 22 სექტემბრის შუალედში განახორციელებს.
თბილისისა და ბათუმის შემდეგ, ქუთაისი მესამე ქალაქი იქნება საქართველოში, სადაც “Fly dubai” იფრენს.