ადიდებულმა მდინარემ ყუმური
ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ შუამთაში მოსახლეობის საცხოვრებელი სახლების ეზოები დატბორა. დატბორილია ეზოების უკანა მხარე. როგორც ვანის მუნიციპალიტეტის პრესსამსახურში აცხადებენ, მდინარის ადიდების გამო თავად სახლები არ დატბორილა.
მათივე ინფორმაციით, ადგილზე მუშაობდა სპეცტექნიკა, რომელიც მდინარის კალაპოტის გაფართოების სამუშაოებს აწარმოებდა. მდინარის დონემ დაიწია და ამ ეტაპზე საფრთხეს აღარ წარმოადგენს.
ფოტო: არქივი