წყალტუბო-ქუთაისის სამარშრუტო ტაქსებით
მგზავრობის ღირებულება 20 თეთრით გაიზარდა. N 30 და N 34 მარშუტების სამგზავრო ღირებულება 1 ლარსა და 20 თეთრს შეადგენს. სააქციო საზოგადოება “შევარდენში” განმარტავენ, რომ მგზავრობის ღირებულების გაზრდა ქვეყანაში შექმნილმა ეკონომიკურმა პროცესებმა, დოლარის კურსმა და საწვავზე ფასის მატებამ განაპირობა.
“ყველამ ვიცით რა მდგომარეობაა ქვეყანაში, როგორია დოლარის კურსი, საწვავის ფასი. ავტონაწილების ღირებულება. ყველაფერმა ამან ასახვა ჰპოვა მგზავრობის ღირებულებაზე. ფასის მომატებაზე საუბარი 6-7 თვე მიმდინარეობდა. მაშინ, როცა მასიური მომატება მოხდა მგზავრობის ღირებულებაზე თბილისსა და ქუთაისში ჩვენ შევძელით ფასები არ გაგვეზრდა, მაგრამ ახლა უკიდურეს ზღვარამდე მივიდა სიტუაცია , რამაც ფასების მატება გამოიწვია”, – განაცხადა სააქციო საზოგადოება “შევარდენის ” სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიზო თავაძემ.
მისივე თქმით, ხარჯების გათვალისწინებით, ფასის მატება გაცილებთ მეტით, 50 თეთრით უნდა მომხდარიყო, მაგრამ მოსახლეობის მდგომარეობის გათვალისწინება მოხდა.
ფასების მატება წყალტუბოს შიდასაქალაქო ტრანსპორტსაც შეეხო. მგზავრობის ღირებულება 10 თეთრით გაიზარდა.