ქუთაისში, ბორის გაპონოვის ქუჩაზე წყლის სისტემის
რეაბილიტაცია ასრულდა. ახლა ამ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მიმდინარეობს. კომპანია ,,დაგი+” რამდენიმე დღეში გზის მოასფალტებას დაიწყებს.
ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიას განცხადებით, წყლის სისტემის განახლება, 2018 წლის პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს და მოწესრიგდეს ის გზები, სადაც წყალმომარაგების სამუშაოების გამო მოსახლეობას გარკვეული დისკომფორტი შეექმნა.