ქუთაისში ბაგა-ბაღების აღსაზრდელებისათვის

საახალწლო ნობათს შეიძენენ. ტკბილეულის შესაძენად ბაგა ბაღების გაერთიანებამ ტენდერი  SPA170014760 გამოცხადა. ჟელირებული კანფეტების,  შოკოლადებისა და სხვა ტკბილეულის შესაძენად 66 ათასი ლარია გამოყოფილი.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით ტენდერში გამარჯვებულმა ბაღების გაერთიანებას უნდა მიაწოდოს შემდეგი სახის ტკბილეული:

ჟელირებული კანფეტი, შოკოლადის ბატონი, ბატონი რძიანი შოკოლადით, ხრაშუნა ვაფლი ნაღების, ვაფლის ბატონი, შაქარყინულოვანი სფეროსებური კარამელი ჯოხით, იოგურტის არომატით.

სატენდერო წინადადებების მიღება 1 დეკემბერს იწყება და 4 დეკემბერს მთავრდება .

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *