სოციალურ ქსელში გავრცელდა
ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილმა ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობისათვის მილიარდი ევრო გადარიცხა.
აღნიშნულთან დაკავშირებით, რადიო “ძველი ქალაქი” “ქართუ ჯგუფის” წარმომადგენელს ესაუბრა.
ვახგანგ ცაგარელი აცხადებს, რომ მას არ ესმის რას ნიშნავს გავრცელებული ინფორმაცია და სად უნდა გადარიცხულიყო თანხები. მისივე თქმით, თანხის ათვისება პროექტის ბიუჯეტიდან თანმიმდევრულად ხდება.
“ეს არის პროექტის ბიუჯეტი, რომლის ათვისება მოხდება თანმიმდევრულად, პროგრესის მიხედვით. როგორ მოხდებოდა ერთიანად მილიარდის ათვისება? ეს არის პროექტის ბიუჯეტი, რომელიც დადასტურებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს თანხის სადმე გადარიცხვას. არ მესმის გავრცელებულ ინფორმაციაში რა მნიშვნელობა დევს. თანხის ათვისება ბიუჯეტიდან პროგრესის მიხედვით ხდება და არა მთლიანად,”- განაცხადა ცაგარელმა.
ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობა უკვე დაიწყო. ტერიტორიაზე მომზადებულია ქვაბული და მიმდინარეობს საძირკველზე მუშაობა.