ქუთაისში 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის
განხილვას საკრებულო 15 ნოემბრიდან დაიწყებს. დეპუტატებს მთავარი ფინანსური დოკუმენტი სწორედ ამ დღეს გადაეგზავნებათ. მერიის საფინანსო პოლიტიკისა და სახელმწიფო შესყიდვების სამსახურის უფროსი ირაკლი ავალიანი ამბობს, რომ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები თითქმის იგივეა, რაც 2017 წელს იყო.
“დაახლოებით იგივე პარამეტრებია რაც 2017 წლის ბიუჯეტის შედგენისას იყო. რა თქმა უნდა შემცირება არ იგეგმება. საკრებულოს ბიუჯეტი წარედგინება 15 ნოემბერს, როგორც ეს კანონითაა განსაზღვრული. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან იყო რამდენიმე შეხვედრა,თუმცა ძირითადი პრიორიტეტების განხილვა ბიუჯეტის გამოქვეყნების შემდეგ მოხდება. ასევე საბინაო სამსახური აქტიურად ხვდება მოსახლეობას და სწავლობს მათ პრობლემებს, მოსახლეობსაც აქვს საშუალება სახლიდან გაუსვლელად ინტერნეტის საშუალებით საბინაო სამსახურის ფაცებოოკ გვერდზე მოიწეროს მათთვის საჭირო საკითხების შესახებ”, – ამბობს ირაკლი ავალიანი.
ქუთაისის 2018 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტს, სავარაუდოდ, საკრებულოს ახალი შემადგენლობა დაამტკიცებს.