ქუთაისის მედიასკოლის მოსწავლე, ანზორ სვიანიძე
სიძულვილის ენის გამოყენების გამო სასწავლებლიდან გარიცხეს.
ანზორ სვიანაძეს სკოლაში სწავლის საშუალება მას შემდეგ შეეზღუდა, რაც მან საკუთარ “ფეისბუკ” გვერდზე ლგბტ თემის წარმომადგენლებზე პოსტი გამოაქვეყნა. ანზორ სვიანაძის განმარტებით, მედიასკოლიდან ის ლგბტ თემზე საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაირიცხა.
“დისკრიმინაცია დამაბრალეს და დისკრიმინაციითვე მიპასუხეს. ნატალი პატარიძის მიერ დაწერილ საჯარო პოსტზე შეურაწყოფა მომაყენეს, ამდენი ადამიანისათვის პასუხის გაცემასაც ვერ ვასწრებდი,”-განაცხადა სვიანაძემ.
ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი ნატალი პატარიძე განმარტავს, რომ სტუდენტი სასწავლებლიდან რამდენიმე გაფრთხილების შემდეგ გაირიცხა.
“გაირიცხა სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო, რომელსაც ჩვენი სასწავლებლის შინაგანაწესში ეწინააღმდეგება. რადგან საჯარო სივრცეში მოხდა აპელირება გაფრთხილებაც იქვე მიეცა, თუმცა შენიშვნა აგრესიულად უარყო. სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ მოვიქეცით შინაგანაწესის შესაბამისად,”-განაცხადა პატარიძემ.
აზორ სვიანაძე მედიასკოლიდან 6 ნოემბერს გარიცხეს. შემთხვევა უპრეცედენტოა, რადგან სიძულვილის ენის ტირაჟირების გამო საქართველოში კერძო სასწავლებლიდან სტუდენტი პირველად გაირიცხა.