ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მცხოვრებლები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის დაგვიანებაზე საუბრობენ.
როგორც ადგილობრივები განმარტავენ, სასწრაფო ასაკოვანი ქალბატონის დასახმარებლად გამოიძახეს. მათივე თქმით, სამედიცინო დახმარების ბრიგადას გამოძახების ადგილამდე 7,2 კმ-ის გასავლელად თითქმის ნახევარი საათი დასჭირდა.
ნიკეაზე მცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ სასწრაფომ სამედიცინო დახმარების ბრიგადების სიმცირის გამო დააგვიანა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განმარტავენ, რომ 64 წლის ქალბატონს ჰაერის უკმარისობა აღენიშნებოდა, ბრიგადა ადგილზე გამოძახებიდან 11 წუთში მივიდა და პაციენტს დახმარება სახლშივე გაეწია.