ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი სვირის მოსახლეობა საძოვრების გასხვისებას აპროტესტებს.
ადგილობრივები განმარტავენ, რომ სოფლის საძოვრების უმეტესი ნაწილი გაყიდულია. მათივე თქმით, ტერიტორიაზე აშენებულია სხვადასხვა ობიექტი, დარჩენილია მიწის მცირე ნაწილი და მოსახლეობას მასაც ართმევენ.
ადგილობრივების მოთხოვნას სოფელ პირველი სვირის გამგებლის წარმომადგენელმა გელა კაპანაძემ უპასუხა. კაპანაძე განმარტავს, რომ ტერიტორია რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა და გამგეობა მას ვერ დაიბრუნებს.