ქუთაისის დემოკრატიის სკოლის ოფისში რეჟისორ ლევან კოღუაშვილის ფილმის
“ქალები საქართველოდან” ჩვენება და დისკუსია გაიმართა. ესაა დოკუმენტური ფილმი ქალების შესახებ, რომლებიც არალეგალურად მუშაობენ ამერიკაში და გამომუშავებულ ფულს ოჯახებს საქართველოში უგზავნიან.
ფილმი აღწერს ქართველი ქალების ცხოვრებას ნიუ იორკში და ნიუ ჯერსიში. ყოველ მათგანს აქვს განსხვავებული ისტორია და მოტივაცია. ეს ქალები არიან დედები, ცოლები, დები, შვილები და ამასთანავე ისინი არიან “ცივილიზებული მონები”, რომლებიც გააზრებულად სწირავენ თავიანთ ცხოვრებას საკუთარ ოჯახებს.
“მე არ ვარ ამ ფილმის რეჟისორი ან მკვლევარი, მაგრამ ყველა ქვეყანაში ასეა და მათ შორის საქართველოში, რომ ძირითადად შრომითი მიგრანტები ქალები არიან. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რატომღაც მამაკაცებმა თავიანთი ადგილი ვერ იპოვეს,მაგრამ ეს მოახერხეს ქალებმა. ზოგადად სოცილაური ფილმე ჭირს ჩვენტან და კარგია, რომ ეს ფილმი გვაქვს. წელს უამრავი ასეთი ჩვენება დავგეგმეთ. ჩვენებასთან ერთად დისკუსია. ვფიქრობთ, რომ ეს შედეგს გამოღებს. მეტი ადამიანი გაიგებს, მეტთან მივა ახლოს ეს პრობლემა. რაც ჩვენი,ორგანიზატორების მთავარი მიზანია”, – განაცხადა CINEDOC თბილისის სექციის კოორდინატორმა ანა ციმინტიამ.
ფილმის ჩვენება საერთაშორისო დოკუმენტური კინოფესტივალის ტურის – ადამიანის უფლებების ფარგლებში გაიმართა. პროექტის მხარდამჭერია ფრიდრიხ ებერტის ფონდი საქართველოში.