“ზესტაფონში არჩევნები ისე დაიწყო,
როგორც ზესტაფონლებს ეკადრება”, – ამის შესახებ რადიო “ძველ ქალაქთან” საუბრისას საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი კახნიაშვილმა განაცხადა.
“ზესტაფონში არჩევნები ისე დაიწყო, როგორც ზესტაფონლებს ეკადრება. დილით 8 საათზე კენჭისყრა შეუფერხებლად დაიწყო. მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. პირველი ამომრჩეველი უბანზე, როგორც კი გახსნა, 9-ის პირველ წუთებზე მივიდა,”- განაცხადა გიორგი კახნიაშვილმა.