ბაღდათში #16 საარჩევნო უბანზე მისულ
ნათელა ჭრელაშვილს საკუთარი თავი გადასატანი ყუთის სიაში დახვდა. გავრცელებული ინფორმაციით, ჭრელაშვილმა არ იცოდა,რომ ის გადასატანი ყუთის სიაში არსებობდა.
როგორც პიროვნება აცხადებს, ის სრულიად ჯანმრთელია და გადაადგილებასთან დაკავშირებით არანაირი პრობლემა არ აქვს.
რადიო “ძველი ქალაქი” დეტალებს აზუსტებს და დაწვრილებით ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.