უხმვა ნალექმა პრობლემები ქუთაისში სასწავლო დაწესებულებებსაც შეუქმნა.
ქალაქში სასწავლო პროცესი შეფერხდა. სწავლა შეწყდა 36-ე საჯარო სკოლაში. 32- და 35-ე სკოლებიდან კი ბავშვები მაშველებმა გამოიყვანეს.
“ავტოქარხნის ტერიტორიაზე მძიმე მდგომარეობაა. დატბორილია ბევრი სკოლა. ბავშვების ნაწილი, განსაკუთრებით დაწყებითი კლაებიდან, გავუშვით სახლებში. მშობელი გამოვიძახეთ და გავატანეთ. ზოგ სკოლაში შევამცირეთ საგაკვეთილო პროცესი შევამცირეთ”,- განაცხადა საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ბადრი ვაშაკიძემ.