ქუთაისში უხვი ნალექის გამო შექმნილ მდგომარეობას მერიის
ა(ა)იპ “სპეციალურ სერვისებში” აფასებენ. “სპეციალური სერვისების” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ნინო გორგიძე განმარტავს, რომ ყველაზე მძიმე მდგომარეობა ავტოქარხანაში მდინარე ოღასკურას გადმოსვლის გამო შეიქნა.
“ქალაქში სანიაღვრეების პრობლემა არ არის, მთავარი პრობლემა მდინარეა. სამუშაოდ ყველა ჯგუფი გასულია. მუშაობის 24 საათიან რეჟიმზე გადავედით,”-აცხადებენ “სპეციალურ სერვისებში”.