“ლეიბორისტული პარტიის” მერობის კანდიდატი
სამსონ გუგავა ქუთაისში, კახიანოურის ოლქში დასახლებაში მოსახლეობას შეხვდა და მათ დასაქმების პროგრამა გააცნო. სამსონ გუგავამ ყურადღება საწარმოების გახსნასა და ამით ათასობით ადამიანის დასაქმებაზე ისაუბრა.
“ჩვენ სიმბოლურად შევიკრიბეთ სატრაქტორო ქარხსნი ტერიტორიაზე. ჩვენი მოსვლის შემთხვევაში ვიძლევით პირობას, რომ შეიქმნება მუნიციაპური საწარმოები, აღდგება სატრაქტორო ქარხანა. აქ ათასობით ადამიანი იყო დასაქმებული. ზუსტადაც სახელმწიფოს, თვითმმართველობის ვალია, როცა არ შემოდის ინვესტორი, არ აქტიურობს კერძ ბიზნესი, შექმნას საწარმოები, სადაც ადამიანები დასაქმდებიან”, – განაცხადა სამსონ გუგავამ.