ქუთაისში, გელათის ქუჩაზე მოძრავმა სატვირთო

 

მანქანებმა გზა დააზიანა. მოსახლეობა ამბობს, რომ გაჩნდა მეწყერის წარმოქმნის საშიშროება.

გელათის ქუჩის #212-ში მცხოვრები შალვა შანიძე აცხადებს, რომ წვიმების შედეგად მოსულმა ნიაღვარმა მისი ეზო დატბორა და 10 მეტრის სიგრძის ღობე წაიღო.

“მძიმეწონიანი მანქანები არიან, გზა დააზიანეს, ღვრასადენი აღარ არსებობს ფაქტობრივად. გზა თქვენ თვითონაც ნახეთ რა მდგომარეობაშია. გადმოვარდა წყალი, ვერ გავიდა სახლის ზედა მხარეზე დ წაიღო ათი მეტრის სიგრძის ღობე” – განაცხადა შალვა შანიძემ.

მისი თქმით, ნალექის მომატებასთან ერთად იზრდება სახლის დაზიანების საშიშროება.

პრობლემას ადგილზე პარტია “თავისუფალი საქართველო” გაეცნო და მერიას პრობლემის პრენევციისკენ მოუწოდა.

“ეს უკვე საფრთხეს უქმნის საფიჩხიაზე მცხოვრებ ათეულ მოსახლეს. მერიამ უნდა იცოდეს ერთი რამე: თუ რამე მოხდება ესენი არაფერს არ იკისრებენ, ისევ მერიის გადასახდელი იქნება კომპენსაციები. ამიტომ წინასწარ პრევენცია, ამოდით, კეთილი ინებეთ ხელისუფლებამ და ადამიანებს დაეხმარეთ” – განაცხადა გოგი წულაიამ.

სამშენებლო კომპანია “ლარგო გრუპი” კარიერიდან სამშენებლო ქვის მასალებს ეზიდება. რა კომენტარს გააკეთებენ მოსახლეობის პროტესტის შესახებ კომპანიაში და ადგილობრივ თვითმმართველობაში, დეტალები მოისმინეთ შალვა ლიპარტიას სიუჟეტში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *