ცესკოს პოროექტის, „იპოვე შენი თავი, პიოვე შენი უბანი“-ს ფარგლებში,
დღეს ქუთაისის # 59-ე საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრრებმა საინფორმაციო აქცია ქუთაისში რამდენიმე ადგილას, მათ შორის ცენტრალურ ბაღში გამართეს. აქციის ფარგლებშიც, ამომრჩევლებს გააცნეს თუ როგორ უნდა გადაამოწმონ ამომრჩეველთა სიაში საკუთარი თავი, ხმის უფლების მქონე ოჯახის წევრები და მისამართი, სადაც რეგისტრირებულები არიან. ამომრჩევლებს საკუთარი მონაცემენის გადამოწმება ცესკოს ვებ გვერდზე შეუძლიათ კომპიუტერის, პლანშეტის, მობილური ტელეფონებისა და სწრაფი გადახდის აპარატების საშუალებით. გარდა ამისა, საოლქო-საუბნო კომისიის წევრებმა მოქალაქეებს სამასხოვრო კალენდარი, საწერი კალამი, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ამსახველი ბროშურა და ფლაერები დაურიგეს.