სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინასაარჩევნო გარემოს მონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა. მასში საუბრია საარჩევნო კომისიებში ინტერესთა კონფლიქტის შესახებ. ანგარიშში მოხვდა იმერეთიც.
ხონი – “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მიერ დანიშნული ამავე ოლქის წევრის, მაკა ტაბიძის მეუღლე პ/გ “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” პროპორციული სიის მე-7 ნომერია.
ტყიბული – #57 ტყიბულის საოლქო საარჩევნო კომისიაში “მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს” მიერ დანიშნული წევრის ლუბა აბესაძის მეუღლე, ბონდო კუბლაშვილი არის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
ტყიბული – “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” მიერ დანიშნული საოლქო საარჩევნო კომისიის წევრის მაკა ბაქრაძის მეუღლე, დავით ქათამაძე არის ამავე პარტიის ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.
წყალტუბო – “ევროპული საქართველოს” მერობის კანდიდატის სევერიან გორდულაძის მეუღლე – ბელა ბერაძე არის ამავე პარტიის მიერ დანიშნული წევრი წყალტუბოს #52 საოლქო საარჩევნო კომისიაში.