ქუთაისში სამი სლამაზის სალონი გაქურდეს. ფალიაშვილის ქუჩაზე
მდებარე ორი სალონიდან წაღებულია 700 ლარი, ხოლო მესამე სალონიდან არაფერი არ არის წაღებული.
დაზარალებულების თქმით, ეს პირველი შემთხვევა არაა. მათი ინფორმაციით, ერთი დღის წინ სხვა ობიექტის გაქურდვაც სცადეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები.